среда, 7 сентября 2016 г.

დღე 3

ტრენინგის მე-3 დღეს განვიხილეთ შემდეგი საკითხები:
მოდული:2 ჩემი პროექტის დაგეგმვა
სტანდარტების გათვალისწინება,მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ფორმულირება,განახლებული ბლუმის ტაქსონომია. მოვიყვანეთ კონკრეტული მაგალითები ბლუმის ტაქსონომიის გამოყენების, რომელიც ითვალისწინებდა მაღალ სააზროვნო უნარებს:ანალიზი, შეფასება , სინთეზი.
შევისწავლეთ სტანდარტის შეტანა გეგმაში.პროექტის გეგმაში შევიტანე ქართულისა და მათემატიკის სტანდარტის ის მიმართულებები ,რომლებიც შეესაბამება პროექტის გეგმას.
საინტერესო იყო აგრეთვე მიმართულების მიმცემი საკვანძო სიტყვების პრეზენტაცია.შევასრულეთ ჯგუფური მუშაობა, რომელიც ითვალისწინებდა ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვების შემუშავებას მოცემული დავალების მიხედვით. ვფიქრობ, რომ ეს აქტივობა დამეხმარება სწორად ჩამოვაყალიბო მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები პროექტისთვის.

3 комментария:

  1. ძალიჯ კარგი, რომ აფასებთ პროექტის თვითელ კომპონენტს, აღწერთ მათ საჭიროებას.

    ОтветитьУдалить
  2. მომეწონა თქვენი კომენტარი.

    ОтветитьУдалить
  3. მომეწონა თქვენი კომენტარი.

    ОтветитьУдалить