воскресенье, 25 сентября 2016 г.

მე-7 დღე

დღეს განვიხილეთ შემდეგი საკითხები:
მოდული 6. დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისათვის
მოდული7. ფასილიტაცია ტექნოლოგიების გამოყენებით
ერთმანეთს გავუზიარეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი და მოვახდინეთ მისი შეფასება.
შევისწავლეთ ujam.comსაიტზე შესვლა და ფონოგრამების ჩაწერა.განვიხილეთ სასარგებლო ბმულები, რომლებსაც აქტიურად გამოვიყენებ ჩემს პრაქტიკაში. კიდევ ერთხელ გადავხედეთ პროექტის გეგმას და შევიტანეთ ცვლილებები. მადლობა დიმას ასეთი საინტერესო დღისთვის.

суббота, 24 сентября 2016 г.

მეშვიდე დღე


დღეს განვიხილეთ მოსწავლეთა პროექტების შეფასება შემდეგი საკითხების მიხედვით: შეფასების სტრატეგიების განხილვა,მოსწავლეთა შეფასების ფორმების შედგენა ,მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის და სასწავლო პროექტის გეგმის გადახედვა. ჯგუფებში დაგვევალა კონკრეტული დავალება.დგევანდელი დღე იყო მეტად ნაყოფიერი და აქტივობებით დატვირთული. მადლობა დიმა

вторник, 20 сентября 2016 г.

დღე მეექვსე

დღეს განვიხილეთ შემდეგი თემები: სასწავლო ნიმუშის შექმნა,მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის ნიმუშის შეფასება,მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის დადგენა. განვიხილეთ შეფასების სტრატეგიები.drive-სა და პირად ბლოგზე ავტვირთეთპროექტის პრეზენტაცია. დავგეგმეთმოსწავლის სავარაუდო ნაშრომი. შევქმენით პრეზენტაციის ჩეკლისტი მოსწავლის ნიმუში.
დღეს მიღებულ ცოდნას გამოვიყენებ ჩემს პრაქტიკაში.

суббота, 17 сентября 2016 г.

დღე მე-5

განვიხილეთ შემდეგი თემები:
მასწავლებლის პორტფოლიოს დასრულება დაგლოგზე ატვირთვა
21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების მიღწევა
ტექნოლოგიის გამოყენებასთან დაკავშირებული სამართლებლივი და ეთიკური პრაქტიკის მოდელირება და სწავლება
ინტარნეტის გამოყენება კვლევისათვის
ინტაენეტ კავშირი მსოფლიოსთან
ინტერნეტ თანამშრომლობითი სასწავლო რესურსების გამოყენება
გავეცანით უკუკავშირის შემდეგ სახეებს:ზუსტი ინფორმაციის მიღება,ნეიტრალური განცხადებების გაკეთება,რჩევების მიცემა მუშაობის პროცესში.შ
შევისწავლეთ პროექტის განხორციელების დროს ციტირების დოკუმენტის გამოყენება.
და მოსწავლეთა ნიმუშების შექმნა ინტელექტუალური თეორიების გამოყენებით.Googl-ში ინფორმაციის მოძიების სხვადასხვა ხერხები.

суббота, 10 сентября 2016 г.

დღე 4

დღევანდელ დღეს განვიხილეთ შემდეგი თემები:
შეფასების სხვადასხვა მეთოდები
შეფასების განსაზღვრა მოსწავლეთა საჭიროებების დასადგენად
პრეზენტაციის მომზადება ჩემს სასწავლო პროექტზე

განვიხილეთ პროექტის შეფასების სხვადასხვა მეთოდები და სტრატეგიები.  შევიმუშავე ჩემი პროექტისთვის მეთოდები და ინსტრუმენტები და შევიტანე პროექტის გეგმაში. განვიხილეთ სასწავლო პროექტის სხვადასხვა ნიმუში. რის მიხედვითაც შევადგინე ჩემი პროექტის შესაბამისი პრეზენტაციის გეგმა. ვფიქრობ,  შესწავლილ სა
კითხებს აქტიურად გამოვიყენებ ჩემს პრაქტიკაში.
მადლობა ასეთი საინტერესო დგისთვის.

среда, 7 сентября 2016 г.

დღე 3

ტრენინგის მე-3 დღეს განვიხილეთ შემდეგი საკითხები:
მოდული:2 ჩემი პროექტის დაგეგმვა
სტანდარტების გათვალისწინება,მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ფორმულირება,განახლებული ბლუმის ტაქსონომია. მოვიყვანეთ კონკრეტული მაგალითები ბლუმის ტაქსონომიის გამოყენების, რომელიც ითვალისწინებდა მაღალ სააზროვნო უნარებს:ანალიზი, შეფასება , სინთეზი.
შევისწავლეთ სტანდარტის შეტანა გეგმაში.პროექტის გეგმაში შევიტანე ქართულისა და მათემატიკის სტანდარტის ის მიმართულებები ,რომლებიც შეესაბამება პროექტის გეგმას.
საინტერესო იყო აგრეთვე მიმართულების მიმცემი საკვანძო სიტყვების პრეზენტაცია.შევასრულეთ ჯგუფური მუშაობა, რომელიც ითვალისწინებდა ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვების შემუშავებას მოცემული დავალების მიხედვით. ვფიქრობ, რომ ეს აქტივობა დამეხმარება სწორად ჩამოვაყალიბო მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები პროექტისთვის.

воскресенье, 4 сентября 2016 г.

მეორე დღის რეფლექსია

დღეს ვისწავლეთ ბლოგის შექმნა, სასწავლო პროექტის გეგმის შედგენა და შენახვა.გავეცანით აგრეთვე პროექტის მოთხოვნებს . შევისწავლეთ ბუკლეტების შექმნა და შენახვა საქაღალდეში. დგევანდელ ტრენინგზემიღებულ ცოდნას გამოვიყენებ მომავალში პროექტებით სწავლების პროცესში.
მადლობა ტრენერს ბატონ დიმა პოპოვს საინტერესო დღისთვის.