суббота, 1 октября 2016 г.

მეცხრე დღე

ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი ტრენინგი იყო. ვისწავლეთ სასწავლო პროექტის დაგეგმვა და ატვირთვა.შევიძინეთ ის უნარ-ჩვევები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია 21-საუკუნის  მასწავლებლისათვის.ტრენინგზე მიღებულ ცოდნას აუცილებლად დავნერგავ ჩემს პრაქტიკაში. განვახორციელებ ეფექტურ და საინტერესო პროექტს.
მადლობა ტრენერს.-დიმა პოპოვს ასეთი საინტერესო და შემოქმედებითი ტრენინგებისთვის.

ჩემი პროექტის პორტფოლიო

воскресенье, 25 сентября 2016 г.

მე-7 დღე

დღეს განვიხილეთ შემდეგი საკითხები:
მოდული 6. დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისათვის
მოდული7. ფასილიტაცია ტექნოლოგიების გამოყენებით
ერთმანეთს გავუზიარეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი და მოვახდინეთ მისი შეფასება.
შევისწავლეთ ujam.comსაიტზე შესვლა და ფონოგრამების ჩაწერა.განვიხილეთ სასარგებლო ბმულები, რომლებსაც აქტიურად გამოვიყენებ ჩემს პრაქტიკაში. კიდევ ერთხელ გადავხედეთ პროექტის გეგმას და შევიტანეთ ცვლილებები. მადლობა დიმას ასეთი საინტერესო დღისთვის.

суббота, 24 сентября 2016 г.

მეშვიდე დღე


დღეს განვიხილეთ მოსწავლეთა პროექტების შეფასება შემდეგი საკითხების მიხედვით: შეფასების სტრატეგიების განხილვა,მოსწავლეთა შეფასების ფორმების შედგენა ,მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის და სასწავლო პროექტის გეგმის გადახედვა. ჯგუფებში დაგვევალა კონკრეტული დავალება.დგევანდელი დღე იყო მეტად ნაყოფიერი და აქტივობებით დატვირთული. მადლობა დიმა

вторник, 20 сентября 2016 г.

დღე მეექვსე

დღეს განვიხილეთ შემდეგი თემები: სასწავლო ნიმუშის შექმნა,მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის ნიმუშის შეფასება,მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის დადგენა. განვიხილეთ შეფასების სტრატეგიები.drive-სა და პირად ბლოგზე ავტვირთეთპროექტის პრეზენტაცია. დავგეგმეთმოსწავლის სავარაუდო ნაშრომი. შევქმენით პრეზენტაციის ჩეკლისტი მოსწავლის ნიმუში.
დღეს მიღებულ ცოდნას გამოვიყენებ ჩემს პრაქტიკაში.

суббота, 17 сентября 2016 г.

დღე მე-5

განვიხილეთ შემდეგი თემები:
მასწავლებლის პორტფოლიოს დასრულება დაგლოგზე ატვირთვა
21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების მიღწევა
ტექნოლოგიის გამოყენებასთან დაკავშირებული სამართლებლივი და ეთიკური პრაქტიკის მოდელირება და სწავლება
ინტარნეტის გამოყენება კვლევისათვის
ინტაენეტ კავშირი მსოფლიოსთან
ინტერნეტ თანამშრომლობითი სასწავლო რესურსების გამოყენება
გავეცანით უკუკავშირის შემდეგ სახეებს:ზუსტი ინფორმაციის მიღება,ნეიტრალური განცხადებების გაკეთება,რჩევების მიცემა მუშაობის პროცესში.შ
შევისწავლეთ პროექტის განხორციელების დროს ციტირების დოკუმენტის გამოყენება.
და მოსწავლეთა ნიმუშების შექმნა ინტელექტუალური თეორიების გამოყენებით.Googl-ში ინფორმაციის მოძიების სხვადასხვა ხერხები.